NDI Begins International Pre-Election Assessment Mission Ahead of Georgia’s 2024 Parliamentary Elections

Wednesday, February 21, 2024

WASHINGTON, D.C.  - The National Democratic Institute (NDI) announced today the start of its Pre-election Assessment Mission (PEAM): a series of high-level meetings ahead of the 2024 Georgian parliamentary elections designed to assess the electoral environment. The mission aims to demonstrate support for Georgia’s democratic development and the public’s European and Euro-Atlantic integration by providing constructive recommendations to ensure adherence to the principles of genuine democratic elections and political processes. The delegation will issue a statement of findings and recommendations following completion of its analysis. 

NDI’s PEAM delegation will meet electoral stakeholders during the period of February 19-23. The high-level delegation includes Ann Linde, Former Minister for Foreign Affairs of Sweden; Ambassador Per Eklund, Former Head of the European Union Delegation to Georgia; Michael Posner, Former Assistant Secretary for the Bureau of Democracy, Human Rights, and Labor at the U.S. Department of State; Daniel  Gottfried, Legislative and Policy Analyst for Chairman Cardin at the Senate Foreign Relations Committee; Eva Busza, Regional Director for Eurasia at NDI; and Richard Klein, Global Director of Elections at NDI. The meetings will also be attended by Alan Gillam, Senior Resident Country Director for NDI Georgia. 

The delegation will meet with party representatives, government officials, as well as representatives of civil society, media and the international community to discuss the general political electoral environment ahead of 2024 parliamentary elections and assess factors that could impact electoral integrity, including a review of the election administration, citizen participation, gender and inclusion, the legal framework, the information environment, and political parties and campaigning. These meetings are the first phase of NDI's broader observation, which will include a second PEAM, long-term analysis, and an election day delegation. 

NDI’s international PEAM will be conducted in accordance with Georgian law and the Declaration of Principles for International Election Observation.

This program is made possible with the support of the U.S. Agency for International Development (USAID) through the Consortium for Elections and Political Process Strengthening (CEPPS). 

###  

NDI is a non-profit, non-partisan, non-governmental organization that works in partnership around the world to strengthen and safeguard democratic institutions, processes, norms and values to secure a better quality of life for all. NDI envisions a world where democracy and freedom prevail, with dignity for all.

 

დაუყოვნებლივ გავრცელებისთვის

19 თებერვალი, 2024

საკონტაქტო პირი

თბილისი: გვანცა ნადირაძე 

[email protected] +995 593 788330

ვაშინგტონი: პაულინა ჩავეზ ალონზო

[email protected]

NDI 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას იწყებს

ვაშინგტონი – დღეს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მაღალი დონის შეხვედრებს იწყებს. მისია მიზნად ისახავს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისა და საქართველოს მოსახლეობის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერას კონსტრუქციული რეკომენდაციების გაცემის გზით. ამასთან, გამოხატავს საერთაშორისო საზოგადოების მოლოდინს, რომ არჩევნების პროცესში ჩართული ყველა სუბიექტი დემოკრატიული არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების ყველა პრინციპს დაიცავს. შეხვედრების დასრულების შემდეგ NDI-ის დელეგაცია წინასაარჩევნო გარემოს შეფასების ძირითად დასკვნებს  ანგარიშის სახით გამოაქვეყნებს. 

19-23 თებერვალს NDI-ის დელეგაცია საარჩევნო პროცესში ჩართულ სხვადასხვა მხარესთან მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს. შეხვედრებს გაუძღვებიან: ან ლინდე, შვედეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი; პერ ეკლუნდი, ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში; მაიკლ პოზნერი, სახელმწიფო დეპარტამენტში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის ბიუროში სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე; დენიელ გოტფრიდი, სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის კაბინეტის საკანონმდებლო და პოლიტიკის ანალიტიკოსი; ევა ბუჟა, NDI ევრაზიის რეგიონული დირექტორი; და რიჩარდ კლაინი, NDI არჩევნების პროგრამების გლობალური დირექტორი. შეხვედრებს ასევე დაესწრება ალან გილამი, NDI საქართველოს ოფისის დირექტორი.

ხუთი დღის განმავლობაში დელეგაცია შეხვდება ხელისუფლების, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის, მედიისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს. დელეგაციის წევრები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ზოგად პოლიტიკურ გარემოსა და იმ ფაქტორებს შეაფასებენ, რომელთაც შესაძლოა, გავლენა იქონიონ წინასაარჩევნო პროცესებზე. დელეგაცია მიმოიხილავს ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა: საარჩევნო ადმინისტრაცია, მოქალაქეთა ჩართულობა, გენდერი და ინკლუზიის თემები, პოლიტიკური პარტიები და კამპანიის პროცესი. აღნიშნული შეხვედრები NDI-ის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო პროცესის პირველ ფაზას წარმოადგენს. აღნიშნული პროცესი, დამატებით, მეორე წინასაარჩევნო დელეგაციას, გრძელვადიანი დამკვირვებლების ჯგუფსა და არჩევნების დღის სადამკვირვებლო დელეგაციას მოიცავს.   

NDI-ის წინასაარჩევნო სადამკვირვებლო მისია საქართველოს კანონდებლობისა და არჩევნებზე საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესახებ დეკლარაციის შესაბამისად განხორციელდება. პროგრამა დაფინანსებულია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების გაძლიერების კონსორციუმის (CEPPS) ფარგლებში.

ანგარიშის გამოქვეყნებამდე დელეგაცია მედიასთან კომენტარს არ გააკეთებს.

 *** 

NDI არის არამომგებიანი, მიუკერძოებელი, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს ყველა კუთხეში პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რომ გააძლიეროს და დაიცვას დემოკრატიული ინსტიტუტები, პროცესები, ნორმები და ღირებულებები, რათა ყველასთვის ცხოვრების უკეთესი ხარისხი უზრუნველყოს. NDI მსოფლიოს ხედავს როგორც ადგილს, სადაც დემოკრატია და თავისუფლება იმარჯვებს და ყველას ღირსება დაცულია.

 

Media contact

For media inquiries, please contact Paulina Chavez [email protected].

Copyright 2024 © - National Democratic Institute - All rights reserved