For media inquiries, please contact Paulina Chavez [email protected].
TBILISI - The National Democratic Institute (NDI) deployed an international delegation today to observe the October 26 parliamentary elections in Georgia.
The delegation includes 22 political and civic leaders, elections experts, and regional specialists from nine countries; they join six thematic long-term analysts who were deployed in July. The leaders of the delegation are the Honorable Tom Malinowski, former United States Congressman and former Assistant Secretary of State for Democracy, Human Rights, and Labor; Ambassador Per Eklund, former European Union Ambassador to Georgia; and Dr. Tamara Cofman Wittes, NDI’s President.
“This will be Georgia’s first election since it submitted its application for European Union candidacy,” said Mr. Malinowski. “It will give Georgian citizens an opportunity to decide the direction of their country, and the Georgian government and all political stakeholders a chance to demonstrate their commitment to democratic procedures and values.”
During its stay in Georgia, the delegation will meet with a wide array of stakeholders, including the Central Election Commission (CEC), government officials, civil society leaders, citizen observers, and political party leaders. They will observe the elections process with particular focus on the areas of election administration, the legal framework, the information and media environment, political climate and campaign environment, and inclusion of Georgia’s diverse citizenry as candidates and voters.
On election day, the mission will visit polling stations across nine regions and Tbilisi to observe the administration of the polls, including the opening, voting, tabulation, transmission, and publication of results. After the election, the mission will present a preliminary statement with its findings and recommendations.
“This is a chance to reaffirm Georgia’s place on the global stage as a resilient and forward-looking democracy,” said Ambassador Eklund. “It is incumbent upon all political parties to demonstrate that Georgia, despite rising political polarization, continues to make democratic progress and is committed to its transparent, pluralist, and democratic path.”
NDI has observed approximately 200 elections in every region in the world, including elections in Georgia since 1992. NDI’s International Observation Mission will be conducted in accordance with Georgia’s law and the Declaration of Principles for International Election Observation.
“NDI’s observation mission is a demonstration of the international community’s support for credible elections and democratic governance in Georgia,” said Dr. Wittes. “These elections mark a pivotal moment for the country’s democratic future, and NDI is honored to stand with Georgian citizens as they make their voices heard in determining their country’s future.”
This deployment follows a pre-election assessment mission conducted in February.
This mission is made possible with the support of the U.S. Agency for International Development (USAID) through the Consortium for Elections and Political Process Strengthening (CEPPS). The International Republic Institute (IRI) is also conducting an International Election Observation Mission in Georgia.
###
NDI is a non-profit, non-partisan, non-governmental organization that works in partnership around the world to strengthen and safeguard democratic institutions, processes, norms and values to secure a better quality of life for all. NDI envisions a world where democracy and freedom prevail, with dignity for all.
21 ოქტომბერი, 2024
NDI საქართველოში 26 ოქტომბრის არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას იწყებს
თბილისი - დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა საქართველოში 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია დაიწყო.
დელეგაცია 22 პოლიტიკური და სამოქალაქო ლიდერის, საარჩევნო ექსპერტისა და რეგიონის სპეციალისტისგან შედგება, რომლებიც ცხრა სხვადასხვა ქვეყნიდან არიან. დელეგაციის წევრები ექვს თემატურ გრძელვადიან ანალიტიკოსს შეუერთდებიან, რომლებმაც საქართველოში წინასაარჩევნო გარემოზე დაკვირვება ივლისში დაიწყეს. დელეგაციას გაუძღვებიან ტომ მალინოვსკი, ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი კონგრესმენი და სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და შრომის მიმართულებით; პერ ეკლუნდი, ევროკავშირის დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელი საქართველოში; და დოქტორი თამარა კოფმან ვიტესი, NDI-ის პრეზიდენტი.
“ეს პირველი არჩევნებია, მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი გააკეთა”, განაცხადა ბატონმა მალინოვსკიმ. “ეს საქართველოს მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, გადაწყვიტონ თავიანთი ქვეყნის გეზი. ამავდროულად, ეს არის შესაძლებლობა საქართველოს ხელისუფლებისა და ყველა პოლიტიკური აქტორისთვის, დემოკრატიული პროცედურების და ღირებულებების მიმართ ერთგულება დაამტკიცონ”.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში დელეგაცია შეხვედრებს გამართავს სხვადასხვა აქტორებთან, მათ შორის ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან (ცესკო), ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან, ადგილობრივ დამკვირვებლებთან და პოლიტიკური პარტიების ხელმძღვანელებთან. დელეგაცია არჩევნების დაკვირვებისას განსაკუთრებულ ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ საკითხებზე: საარჩევნო ადმინისტრაცია, კანონმდებლობა, საინფორმაციო და მედია-გარემო, პოლიტიკური კლიმატი და საარჩევნო კამპანიების გარემო, ასევე, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფების ინკლუზია საარჩევნო პროცესებში, როგორც კანდიდატებთან, ასევე ამომრჩევლებთან მიმართებაში.
არჩევნების დღეს, საარჩევნო მისია საქართველოს ცხრა რეგიონისა და თბილისის საარჩევნო უბნებში კენჭისყრის დღის პროცესების ადმინისტრირებას, მათ შორის უბნების გახნის, ხმის მიცემის, ხმის დათვლის, გადაცემისა და შედგების გამოქვეყნების პროცესს დააკვირდება. არჩევნების შემდეგ, მისია წარადგენს წინასწარ ანგარიშს მიგნებებითა და რეკომენდაციებით.
,,ეს არის შანსი, რომ განმტკიცდეს საქართველოს - როგორც მედეგი და მომავალზე ორიენტირებული დემოკრატიის - ადგილი გლობალურ არენაზე”, ამბობს ელჩი ეკლუნდი. ,,ყველა პოლიტიური პარტიის პასუხისმგებლობაა აჩვენოს, რომ საქართველო, მიუხედავად მზარდი პოლიტიკური პოლარიზაციისა, აგრძელებს პროგრესს დემოკრატიის მიმართულებით და არის გამჭირვალე, პლურალისტური და დემოკრატიის ერთგული.”
NDI მსოფლიოს ყველა რეგიონში 200-მდე არჩევნებს დააკვირდა. საქართველოში ინსტიტუტი არჩევნებს 1992 წლიდან აკვირდება. NDI საერთაშორისო სადამაკვირვებლო მისიას საქართველოს კანონდებლობისა და არჩევნების საერთაშორისო დაკვირვების პრინციპების შესახებ დეკლარაციის შესაბამისად განხორციელებს.
,,NDI-ს საარჩევნო მისია არის საერთაშორისო საზოგადოების მიერ საქართველოში სანდო არჩევნებისა და დემოკრატიული მმართველობის მხარდაჭერის დემონსტრირება” - განაცხადა დოქტორმა ვიტესმა. ,,ეს არჩევნები ქვეყნის დემოკრატიული მომავლისთვის მნიშვნელოვანი მოვლენაა და NDI-ს აქვს პატივი იდგეს საქართველოს მოქალაქეების გვერდით, როდესაც ისინი ქვეყნის მომავლის განსაზღვრისთვის საკუთარ არჩევანს დააფიქსირებენ.”
აღნიშნულ მისიას წინ უსწრებდა თებერვალში ჩატარებული წინასაარჩევნო საერთაშორისო სადამკვირვებლო შეფასების მისია.
სადამკვირველო მისია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების გაძლიერების კონსორციუმის (CEPPS) პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. საქართველოში 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დაკვირვებას ასევე ახორციელებს საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია.
საკონტაქტო პირები:
პაულინა ჩავეზ ალონზო: [email protected]
დიანა ჩაჩუა: [email protected]
###
NDI არის არამომგებიანი, მიუკერძოებელი, არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მსოფლიოს ყველა კუთხეში პარტნიორებთან ერთად მუშაობს, რომ გააძლიეროს და დაიცვას დემოკრატიული ინსტიტუტები, პროცესები, ნორმები და ღირებულებები, რათა ყველასთვის ცხოვრების უკეთესი ხარისხი უზრუნველყოს. NDI მსოფლიოს ხედავს როგორც ადგილს, სადაც დემოკრატია და თავისუფლება იმარჯვებს და ყველას ღირსება დაცულია.